მაესტრო სერგო ფარაჯანოვის ხელოვნების თაყვანისმცემლებო!
ოთშაბათს 17 მარტს 14.00 -ზე თბილისის ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას ხეივანში ჩაირგვება ბროწეულის ხე დიდი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელზე. ნერგი ამოვიდა სპეციალურად დოკუმენტური ფილმის „სერგო ფარაჯანოვი სილამაზის მაესტრო“ პრემიერისთვის დამზადებული კოლაჟის (ბროწეულის) მარცვლიდან.ყველა მსურველს გეპატიჟებით.დიდი მადლობა ბოტანიკური ბაღის პასუხისმგებელ თანამშრომელს ბატონ გიორგი თარხნიშვილს.
ფოტო: იური მეჩითოვი