კინორეჟისორი – ხოსე მაჯინერე ახორციელებს პროექტს – დოკუმენტური ფილმების სერიას საერთო სახელწოდებით – „საუბრები სერგო ფარაჯანოვზე“, 2019 წლიდან. მთელი ეს საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას სერგო ფარაჯანოვის სახელობის კულტურის ცენტრი თბილისში. მთლიანი საარქივო მასალა გადაეცემა აღნიშნულ ცენტრს.